ორი ქვეყნის ლიდერებს შორის განხილვის მთავარი თემა იდლიბის პროვინციაში შექმნილი ვითარება იქნება. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება, როგორ განვითარდება მოვლენები.
ცნობისთვის, სირიაში, იდლიბის პროვინციაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმისა და თურქეთის ჯარები კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან.
თურქულმა ბომბდამშენებმა უკვე მესამე სირიული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად თურქეთიდან ევროპის მიმართულებით ლტოლვილები დაიძრნენ, რომლის ერთმა ნაკადმა უკვე შექმნა პრობლემა საბერძნეთის საზღვარზე.