გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"პრეზიდენტი არც გვყავს და არც გვეყოლება" - პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ

4-03-2020

სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება პროტესტის ფონზე ჩაივლის.  სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელთან აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, სალომე ზურაბიშვილი კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის "სათამაშოა".

აქციის მონაწილეებს ადგილზე დასაკრავი ინსტრუმენტი აქვთ მიტანილი, ისინი სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის პარალელურად ფილმ "სათამაშოს" Soundtrack-ის დაკვრას აპირებენ.

სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის შემცველი ბანერები აქვთ მიტანილი: 

"ნუ შეიწყალებ პოლიციის მკვლელს", "2018-2024 წელი პრეზიდენტი არც გვყავს და არც გვეყოლება", "პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით - SHAME", "ლობიო პრეზიდენტის სიტყვაზე მეტად ფასობს".

აქტივისტებს სახეზე პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ფოტოები აქვთ აფარებული.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930