გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში პროფესიული სასწავლებელი შენდება

4-03-2020

კასპში გრძელდება 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.


თანამედროვე სტანდარტების, პროფესიული სასწავლების საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება. მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას  შეუწყობს ხელს.


სასწავლებელი,  რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტებს  მოამზადებს.  ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები.  სასწავლებელი ხელს შეუწყობს კვალიფიციური, სერთიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას, შესაბამისად  დასაქმებასაც.


სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მისი ღირებულება 3 893 624 ლარია, რომელსაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930