გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

4-03-2020

2011 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2012 წლის 23 მაისს მ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. 2012 წლის 24 მაისს, სისხლის სამართლის N009271011001 საქმიდან გამოიყო მ.შ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის N009240512001 საქმე, რომელზეც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მ.შ.-ს მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, ხოლო ფერწერული ნამუშევარი  სახელმწიფოს გადაეცა.

2015 წლის 6 მარტს დ.ა.-ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის N009271011001 საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს.

2017 წლის 17 ნოემბერს, სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2018 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოითხოვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მ. შ.-ს გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი  განაჩენით, გაუქმდა მის მიმართ 2012 წლის 5 ივნისს დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

2019 წლის 6 მარტს, დ.ა-ს მიმართ წარმოებულ  სისხლის სამართლის №009271011001 საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დ.ა.-ს კანონიერ მემკვიდრეს ნ.ა.-ს მიეცა შესაძლებლობა სამოქალაქო სარჩელით მიემართა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის და აღნიშნული ფერწერული ტილოს საკუთრებაში დაბრუნება მოეთხოვა. ხსენებული სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად 2020 წლის 27 თებერვალს სასამართლომ მოსარჩელე ნ.ა ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კანონიერ მესაკუთრედ ცნო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის  კუთვნილების საკითხი  მოსარჩელის ნ.ა.-ს სასარგებლოდ   გადაწყვიტა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930