გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ხმალაძე: "სითი პარკისთვის" არანაირი კომპენსაციის გადახდას არ ვაპირებთ

13-03-2018

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერია კომპანია „სითი პარკისთვის“ კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. 
მისივე თქმით, სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ აღნიშნული კომპანიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. 
ამის შესახებ ხმალაძემ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე საუბრისას განაცხადა. 
„არანაირი კომპენსაციის გადახდას არ ვაპირებთ. მოულოდნელი არ იყო, რომ კომპანია არბიტრაჟზე გააკეთებდა განცხადებას. მიმართონ არბიტრაჟს. ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ ინსტანციაში და ნებისმიერ ადგილას დავასაბუთო ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი სისწორე“- განაცხადა ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში. 
აღსანიშნავია რომ კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული კონტრაქტი ძალას 10 აპრილს დაკარგავს. 
დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930