გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

5-03-2020

საქართველოში კორონა ვირუსის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე 1 მარტს დაბრუნდა იტალიიდან და 4 მარტს მიმართა ექიმს. 

 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 


"ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით დაავადებული 4 პაციენტია მოთავსებული. აქედან, 2 ირანიდან ჩამოვიდა, ხოლო 2 იტალიიდან. სამის მდგომარეობა სტაბილურია და მეოთხე შემთხვევა უფრო საყურადღებოა, ვიდრე დანარჩენი. მიმდინარეობს მკურნალობა და დაკვირვება ავადმყოფზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მისივე თქმით, დღეს კიდევ 9 სინჯი გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.


ბოლო მონაცემებით, კანატინში 162 ადამიანია მოთავსებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930