გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენას ურჩევს

5-03-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ.

გამყრელიძემ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ან კარანიტინში მოთავსება ურჩია.

"მივმართავ საქართველოს იმ მოქალაეებს, რომელბიც იტალიიდან ბრუნდებიან. ვთხოვ გამოიჩონონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. იტალიიდან შემოსული ყველა ადამიანი, რომელსაც მაღალი სიცხე, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, თავისა და ყელის ტკივილი აღენიშნება შესაბამის ტრანსპორტირებას და ინფექციურ საავდმყოფოში გადაყვანას ექვემდებარება. ხოლო მათ ვისაც სიმპტომი არ უვლინდება უნდა მოთავსდნენ თვითიზოლაციაში ან კარანტინში. ეს არის ზრუნვა პირველ რიგში მათ ჯანმრთელობასა და შემდეგ მათ ირგვლიმ მყოფ ადამიანებზე ზრუნვა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ვარაუდობს, რომ იტალიასთან ტურისტული მიმოსვლის საკითხი გადაიხედება და დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

"რამდენადც ვიცი ტურისტული მიმოსვლა შემცირებულია და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით დღეს იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

5 მარტის მონაცემებით საქრათველოში კორონავირუსის 4 შემთხვევა ფისქირდება. აქედან საქართველოს 2 მოქალაქეს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი - იტალიაში.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930