გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულს სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის პაატა იმნაძე მადლობას უხდის

5-03-2020

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულ ადამიანს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის.

როგორც იმნაძემ განაცხადა, ინფიცირებულმა სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა, გარდა ამისა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"ძალიან დიდი მადლობა ბოლო შემთხვევას, ძალიან გაგვიადვილა სამუშაო, იმიტომ, რომ იყო თვითიზოლაციაში, კონტაქტები დადგენილია. ადამიანი თვითშეგნებით იყო და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031