"ძაღლის ტესტებმა რამდენჯერმა აჩვენა, რომ ის მსუბუქად დადებითია. ეს ვირუსით ინფიცირების დაბალ დონეს ნიშნავს. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ექსპერტები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ტესტების შედეგები აჩვენებს, რომ ძაღლს ვირუსით დაინფიცირების დაბალი დონე აქვს და დიდი ალბათობით, ეს შემთხვევა ადამიანიდან ვირუსის ცხოველისთვის გადაცემაა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჰონგ-კონგის მთავრობა აქვეყნებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში არსადაა აღნიშნულია, რომ ვირუსი, შესაძლოა, ადამიანიდან ცხოველზე გადავიდეს, ამიტომ ვეტერინარები აცხადებენ, რომ პატრონებმა შინაური ცხოველები არ უნდა მიატოვონ, თუკი მათ კორონავირუსზე ეჭვი გაუჩნდებათ.
ამჟამად ძაღლი, რომელსაც დაავადების არანაირი სიმპტომი არ აქვს, კარანტინში იმყოფება. მას პატრონს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნებენ, რაც ტესტი უარყოფითი იქნება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰონგ-კონგში ძაღლი კორონავირუსის გამო კარანტინში 28 თებერვალს მოათავსეს. ძაღლის პატრონმა კორონავირუსი გადაიტანა, ძაღლის პერორალური, ნაზალური და რეკტალური ნიმუშების ტესტებმა კი აჩვენა, რომ ისიც ინფიცირებულია.