გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 21.7 პროცენტით გაიზარდა

5-03-2020

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2019 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 13.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 36.2 პროცენტი, საშუალოზე - 27.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 36.5 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის IV კვარტალში 19.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 11.7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.7 პროცენტით მეტი). 2019 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 713.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.7 პროცენტი ქალია, ხოლო 58.3 პროცენტი - კაცი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930