5-03-2020
მინისტრ ტიკარაძის საქმიანობამ დადებითი შეფასება დაიმსახურა ყველას მხრიდან, მათ შორის, ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე გაცილებით ძლიერები არიან,- ამის შესახებ იურისტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.
,,საფრანგეთის ელჩი დადებითად აფასებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს საქართველოში. რამდენიმე დღის წინ იგივე აღნიშნა ჩინეთის ელჩმა. გამოყოფილია საკმარისი საკარანტირე სივრცეები და ყველაფერი კეთდება ვირუსის მკურნალობისთვის თუ პრევენციისთვის. სამედიცინო ქსელი სრულ მზადყოფნაშია. ყოველივე ეს კი, მინისტრის მიერ ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ დროულად შექმნილი სტრატეგიის შედეგია. მისმა საქმიანობამ დადებითი შეფასება დაიმსახურა ყველას მხრიდან, მათ შორის, ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე გაცილებით ძლიერია. საერთაშორისო აღიარება მინისტრის მიერ შემუშავებული ეფექტური პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის ნათელი დადასტურებაა”,- აცხადებს თამარ მახარობლიძე