6-03-2020
თბილისში, მახათას მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით, კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რომელიც ჩადენილია მთვრალ მდგომარეობაში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.