6-03-2020
საფრანგთის პარლამენტის დეპუტატი, ჟან-ლუკ რეიცერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პარლამენტის თავმკდომარემ რიშარ ფერანმა გაავრცელა.
68 წლის პარლამენტარი, რომელიც პარტია „რესპუბლიკელების“ წევრია, ჰოსპიტალიზირებულუია, ხოლო მისი მდგომარეობა კი მძიმეა. კორონავირუსით ასევე დაინფიცირდა საფრანგეთის პარლამენტის სასადილოს ერთი თანამშრომელი.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევა დადასტურდა. შვიდი ადამიანი კი გარდაიცვალა.