6-03-2020
იტალიის საფეხბურთო კლუბ "მილანის" ყოფილი მცველისა და თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, დედაქალაქის ექს-მერი, გიგი უგულავა მას დეპუტატობას სთავაზობდა:
"ნაცმოძრაობიდან 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დეპუტატობის შემოთავაზება მქონდა. იანვარში გიგი უგულავა დამიკავშირდა და შემომთავაზა, საბურთალოს რაიონში კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად მეყარა. რა თქმა უნდა, გამარჯვება გარანტირებული მქონდა, მაგრამ უარი ვუთხარი და მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე"-განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალ "რეიტინგის" კორესპონდეტს.
გამოცემამ ინტერვიუ 2012 წლის 28 მაისის ნომერში გამოაქვეყნა.
ამავე ინტერვიუში კალაძე აცხადებდა, რომ მას "თანამდებობა არ აინტერესებს."
"თანამდებობა არ მაქვს და არც მაინტერესებს. ამისთვის არ ვიბრძვი. ჩემი მიზანია ქვეყნის მომავალი წარმატებული იყოს"-აცხადებდა კალაძე.