გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

6-03-2020

საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დაღესტანში, თბილისის დროით 17:22 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.


სეისმური მონიტორინგის ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე, ლაგოდეხის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო. თუმცა როგორც imedinews-ს სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მოგვიანებით მონაცემები დაკორექტირდა, კიდევ რამდენიმე მონაცემის მიღების შემდეგ კი - დაზუსტდება.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031