გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ელჩმა ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

14-03-2018

საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გენერალ-მაიორ ჯიოჯი კონუსი კონროტეს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ქ. სუვაში, სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა და მას ფიჯის რესპუბლიკის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე, ფიჯიზე საქართველოს საპატიო კონსული, ჰიმატ ლოდია ესწრებოდნენ. 

ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და დადებითად შეაფასეს მიმდინარე თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე, მრავალმხრივ ფორმატებში.ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი სხვადასხვა სფეროსა და საკითხებზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავების თაობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანაში რაგბისადმი განსაკუთრებული სიყვარული ქვეყნებს შორის დაახლოების დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია. ფიჯის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031