გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

9-03-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის(ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვარკეთილი-3I, IV მიკრორაიონების, კუპრაძის, ღლონტის, ვოლსკის, ნადიკვარის, ორთაჭალის, კრწანისის, ჯაფარიძის, ასათიანის, ყვარლის, საინგილოს, მელაანის, ჯორჯ ბუშის, ვლადიმერ ლობჟანიძის, მეველეს, მათიაშვილის, ნავთლუღის დაბოჭორმის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის, ქრისტაფორე არეშიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ერისთავი-ხოშტარიას, გუნიას, კერესელიძის, კაკაბაძეების და ზალდასტანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ამასთან, 12 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები, 10:30 საათიდან 17 საათამდე კი ცოტნე დადიანის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს, რიონჰესის, სააკაძის, ცინცაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031