9-03-2020
დიდ დიღომში ეკლესია დაარბიეს. არსებული ინფორმაციით, 2-მა ახალგაზრდამ ტაძარში სარკმელიდან გუშინ გვიან ღამით შეაღწია.
ჩატეხილია ტაძრის სარკმელი, დალეწილია ხატები და განადგურებულია საეკლესიო ინვენტარი.
დეკანოზის განცხადებით, მსგავსი შემთხვევა 1992 წლის შმდეგ არ მომხდარა.
„დიდი ქვით არის ფანჯარა ჩამტვრეული. ხატი არის დასვრილი ზეთებით წაქცეული იყო შვიდკანდელა. მინიმუმ ორი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რადგან სარკმელი მაღალია. 1992 წლის მერე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა“ აცხადებს დეკანოზი.