გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აბასთუმანში 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია იწყება

14-03-2018

აბასთუმანში 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დაიწყება. ისინი მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული კერძო სააგარაკე აივნიანი სახლებია, იმ პერიოდის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებით და ქანობიანი სახურავებით.

სამუშაოები მსოფლიო ბანკის კრედიტით დაფინანსდება. სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათ მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ შენარჩუნებული პირველყოფილი ისტორიული სახე.

პროექტი ითვალისწინებს ამ სახლებს შორის მდებარე ბულვარების რეაბილიტაციას, ტროტუარების მოპირკეთებას ბაზალტის ფილებით და ღამის განათების მოწყობასაც. რაც შეეხება სახლების მფლობელებს, ოფიციალური ინფორმაციით, ეს 17 სახლი და უძრავი ქონება დაყოფილია 84 დამოუკიდებელ ტერიტორიად, რომელსაც ჰყავს 85 მფლობელი.

4 სივრცე 84 ფართიდან სახელმწიფოს საკუთრებაა, დანარჩენი 80 კი კერძო საკუთრებაშია. მათი მეპატრონეების ნაწილი ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობს.

სამუშაოებს „ერისიმედი“ და შპს „კამარო“, 3 მილიონ 715 ათას ლარად განახორციელებენ - სწორედ მათ გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. „კამარო“ პოლონური კომპანია.

IMEDINEWS.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031