9-03-2020
პროკურორის დაკავება და ამ არც თუ სასიამოვნო ამბის საზოგადოებისთვის დაუფარავად თქმა პირადად ირაკლი შოთაძის ღირსეული გადაწყვეტილებაა,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პროკურორის დაკავება და ამ არც თუ სასიამოვნო ამბის საზოგადოებისთვის დაუფარავად თქმა პირადად ირაკლი შოთაძის ღირსეული გადაწყვეტილებაა.
,,ერთი შეხედვით პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე არის ძალიან ცუდი ფაქტი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რა გარემოება უსწრებს წინ ამ მოვლენას. როგორც იცით, პარლამენტმა ახალი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა თანამდებობაზე. შოთაძის დაბრუნება უწყებაში ნიშნავს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ამის დასტურია მათივე კოლეგის დაკავება. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროკურორის დაკავება და ამ არც თუ ისე სასიამოვნო ამბის საზოგადოებისთვის დაუფარავად თქმა პირადად ირაკლი შოთაძის ღირსეული გადაწყვეტილებაა. კორუფცია არის სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი და როდესაც პირველ რიგში შენივე სისტემაში ებრძვი ამ ცალკეულ შემთხვევებს, სრული ლეგიტიმაცია გაქვს, რომ საჯარო უწყებები სრულყოფილად გაწმინდო „ნაგვისგან“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე