გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდა

9-03-2020

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციას შეუერთდა.


მარგველაშვილის თქმით, ის ლეიბორისტული პარტიის ოფისში მადლობის სათქმელად მივიდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც მიაღწიეს შეთანხმებას.


„მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულები სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში. მე ასევე მადლობა მინდა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც ეს ბრძოლა დაიწყეს და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას...


ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, განვითარების შესაძლებლობას და ამისთვის მოვედი, რომ მრავალკვირიანი და რამდენიმეთვიანი ბრძოლისთვის, რომელიც აქედან წარმოებდა და წარმომიდგენია, რამდენი საკითხი იყო მიმართული იქეთკენ, რომ ეს ბრძოლა და ერთობა შესუსტებულიყო, მადლობა გადაგიხადოთ - არცერთი არ დანებდა და ძალიან მტკიცედ მიიყვანეთ თქვენი საბრძოლველი ბოლომდე. გულითადად ვუერთდები თქვენს თანამშრომლობას“, -განაცხადა

მარგველაშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031