9-03-2020
გაერთიანებული ოპოზიციის აქცია 4 აპრილს, კორონა ვირუსის გამო, აღარ გაიმართება. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"4 აპრილის აქცია ვეღარ ჩატარდება, კორონა ვირუსის გამო, თან პირდაპირ, რომ ვთქვათ მონატორიუმს ვაცხადებთ ქუჩის აქციებზე. მაგრამ თვალს ვადევნებთ იმპლემენტაციას შეთანხმების შესრულების", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.