9-03-2020
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით არსებობს ახალი წესები, რომლის მიხედვითაც მოხდება შემდეგი შეწყალება.
მისივე თქმით, პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა და თუ მას მიმართავენ ის მიიღებს მიმართავას და შემდეგ გაეცნობა.
„მიღწეული შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი. შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც წელს მივიღეთ. რა მოთხოვნაც შემოვა, განხილული იქნება ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხივნას მივიღებ, ვნახავ, წავიკითხავ, გავეცნობი.
არ არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.