9-03-2020
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მოხარულია იმის გამო, რომ შეთანხმება შედგა.
„შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის რაც გუშინ ვთქვი თუ როგორ მოხარულები ვართ, რომ შეთანხმება მოხერხდა. უფრო კონკრეტულად კი შემიძლია აღვნიშნო, რომ დავინახე ის მსოფლიო რეაქცია რაც ამ ამბავს მოჰყვა“ , - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის გუშინ შედგა.
შეთანხმების მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით პარლამეტში შესული დეპუტატი ეყოლება საქართველოს პარლამენტს, ასევე არჩევნებზე 40% მქონე პარტიას ექნება უფლება დააკომპლექტოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო ბარიერი 1% იქნება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმება ასევე მოხდა "პოლიტპატიმრების" გათავისუფლების თაობაზე , ხოლო „ქართულ ოცნებაში“ აცახდებენ, რომ ქვეყანაში "პოლიტპატიმრები" არ არიან და მსგავსი ტიპის თემაზე შეთანხმება არ მომხდარა.