9-03-2020
„შეთანხმება სჯობს შეუთანხმებლობას, მაგრამ ერთიც და მეორეც უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს. თუ ქვეყნის ინტერესები დგას საფრთხის ქვეშ, შესაძლოა შეუთანხმებლობასაც ჰქონდეს გამართლება. ჩვენი პირველი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ქვეყანის სტაბილურ განვითარებას საფრთხე არ დამუქრებოდა და მეორე ის, რომ ამომრჩეველი პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლებს არ დაშორებოდა. ჩვენმა მაშინდელმა შეუთანხმებლობამ, გარკვეულწილად ხმაური გამოიწვია, მაგრამ სჯობს მოკლევადიანი ხმაური და შემდეგ ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება. ბევრ ამომრჩეველს პარლამენტში ეყოლება ნაკლები მაჟორიტარი ანუ, მისი უშუალო წარმომადგენელი თუმცა, მთავარია ის, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფილია იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური განვითარება და არა ის რომ შევიდეს კრიზისში, რისი მაგალითებიც ჩვენ გვაქვს მსოფლიოში“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ იმედის ეთერში განაცხადა.