გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ კონსენსუსს მიესალმება

9-03-2020

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მიესალმება კონსენსუსის მიღწევას, რომელიც გულისხმობს 2020 წლის არჩევნებისათვის 120 პროპორციულ/30 მაჟორიტარულ მოდელს, 1%-იან ბარიერს პროპორციული მანდატებისათვის, საარჩევნო ოლქების გადანაწილებას +/- 15% სხვაობით და საერთო სულისკვეთებასა და ძალისხმევას, რომ მოხდეს პოლიტიკური გარემოს დეესკალაცია.

ფრაქცია აქვე აღნიშნავს, რომ მიღწეული შეთანხმება ძირითადად პასუხობს მმართველი ძალისა და ოპოზიციური გაერთიანების მიერ მოთხოვნილ პოზიციებს. სამწუხაროა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ დაყენებული მთავარი მოთხოვნა - საყოველთაო სავალდებულო არჩევნების საკითხი - არ ყოფილა გათვალისწინებული არათუ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში, არამედ ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებების პროცესის არც ერთ ეტაპზე.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ საყოველთაო სავალდებულო არჩევნები იქნებოდა უმნიშვნელოვანესი (1) პოლიტიკური სპექტრის რეალური დეპოლარიზაციისათვის; (2) არჩევნების შედეგებზე ფინანსურად ძლიერი პარტიების დაფინასების გავლენის შესამცირებლად; (3) არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის; (4) საქართველოში ახალგაზრდა დემოკრატიის განსამტკიცებლად და (5) პარლამენტსა და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო ფართო პოლიტიკური პლურალიზმისათვის.

მიუხედევად ზემოთაღნიშნულისა, საარჩევნო სისტემაზე საყოველთაო კონსენსუსის მისაღწევად, წინასაარჩევნო გარემოს ნორმალიზებისა და საქართველოს გრძელვადიანი პილიტიკური სტაბილურობისათვის, ჩვენ ხელს ვაწერთ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას იმ პირობით, რომ სავალდებულო არჩევნების საკითხი გახდება კონსტიტუციური პროექტის გარშემო დაგეგმილი საჯარო განხილვების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ"-აცხადებენ ფრაქციაში.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930