გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

10-03-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალას დასახლების, სოფელი ფონიჭალას, რუსთაველის გამზირის, სადგურის, აკაკი ბელიაშვილის, ვაგზლის, ბამბის რიგის, ერეკლე მეორეს, რკინის რიგი, სიონის, ეფრემ მცირეს, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, შარდენის და თუმანიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე კი პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედნის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ზაჰესის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ლიბანის,ულიანოვის, უწერის, ყუშიტაშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ჭრებალოს, გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, ბარისახოს, ალექსანდრე მანაგაძის, შალვა ტრაპაიძის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის და პავლე ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ლოტკინის მთის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, გრიგორ(გრიშა)ბიჩინაშვილის, სტურუას, ხუდადოვის, თვალჭრელიძის, გურამ ასათიანის, ინწკირველის, ღუდუშაურის, კახიანის, რევაზ ურიდიას, ნოსტეს, უიარაღოს, ცოტნე დადიანის, წრომის, ქებურიას, ნაკადულის, ქინძმარაულის, მამისაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930