გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა იმნაძემ განმარტა რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი

10-03-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი.


„ინფექცია გადამდებია როცა ხელს სახეზე მიიდებთ. ხელზე არაფერი გადაგედებათ. ხელიდან ვირუსი არ შეიჭრება, მაგრამ ხელით როცა შეეხებით ცხვირს ან თვალს, ვირუსი ორგანიზმში ხვდება. ხელის დაბანა დეზინფიცირების ყველაზე კარგი საშუალებაა, ამიტომ ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ, ვიდრე სახეზე მოვიკიდებთ“, - განმარტა იმნაძემ.


კითხვაზე, ზრდის თუ არა ინფიცირების საფრთხეს ფიტნეს დარბაზესა და აუზზე სიარული, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა: „ფიტნესდარბაზებში სავარჯიშო ხელსაწყოები არ დგას ერთად, მაგრამ თუ სადმე ასეა, მაშინ ეს ხელსაწყოები ერთმანეთს უნდა დააშორონ“.


„თუ ვინმემ დაახველა, ხელი მიიფარა და შემდეგ ხელსაწყოს მოკიდა, აქ რისკი არის, მაგრამ თუ შემდეგ სხვა ადამიანი მოკიდებს ხელს და შემდეგ დაიმუშავებს, პრობლემა მოიხსნება. რაც შეეხება აუზებს, იქ წყლის დეზინფექცია ქლორით ხდება. ამიტომ რეკომენდაცია აუზების უსაფრთხოებაზე ჯერ არ გავრცელებულა“, - აღნიშნა იმნაძემ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930