გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

10-03-2020

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია.


უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის შვიდი კერაა: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხს, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემო ქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია. ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1 000-მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930