გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელს გაიზარდა

10-03-2020

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა.


სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.7 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.5 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 18.7 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ირლანდია 10.5 პროცენტით.


სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წელს 48.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების
სექტორი, 157.5 მლნ. აშშ დოლარით.


წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის IV კვარტალში 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის IV კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.


2019 წლის IV კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 36.1 პროცენტით, მეორე ადგილზეა თურქეთი - 22.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდი - 13.9 პროცენტით.


სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების,მიხედვით) 2019 წლის IV კვარტალში 66.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 138.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 49.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 41.6 მლნ. აშშ დოლარით.


2019 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2020 წლის 17 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930