10-03-2020
იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისი რომში გაფრინდა.
ქვეყანაში 200 მოქლაქეს დააბრუნებენ.
ჩამოსული მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს ხელისუფლებამ იტალიასთან ფრენები გასულ კვირას შეაჩერა.
„ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოქლაქეების დროული დაბრუნება.
„ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც დარჩნენ იტალიაში. ისინი არ არიან ინფიცირებულნი. ჩვენი ამოცანაა, იმ ადამიანებს მივცეთ საშუალება დაბრუნდნენ საქართველოში, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ჩვენი ინფორმაციით, მათი რაოდენობა ზუსტად ორასია“, - განაცხადა ბოკერიამ.