10-03-2020
სინგაპურელმა ექიმებმა აღმოაჩინეს ახალი სიმპტომები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გამოუვლინდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო პორტალი „ლანცეტი“ აქვეყნებს.
ეს სიმპტომებია – დენგეს მსგავსი ცხელება მაღალი ტემპერატურით, გამონაყრითა და ქავილით.
სამედიცინო პორტალ „ლანცეტის“ ცნობით, როდესაც დენგეს ცხელებაზე შესაბამისმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და პაციენტებს სუნქვითი უკმარისობა დაეწყოთ, ექიმებმა მათი დიაგნოსტირება ახალ კორონავირუსზე დაიწყეს, რა დროსაც შედეგი დადებითი აღმოჩნდა.