10-03-2020
ონის მუნიციპალიტეტში ამ დროის მდომარეობით ხანძრის კერები სრულად ლიკვიდირებულია.
ლოკაციები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად პირადად მოინახულა.
ემზარ საბანაძემ მეხანძრე-მაშველებს სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულების და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
ადგილზე შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.