გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
15 დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ბრუნდებიან

10-03-2020

ბათუმის აეროპორტში მეკობრეთა ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და აჭარის ა.რ. ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დახვდებიან.


მეზღვაურები 6 მარტს გაათავისუფლეს. ამ დღეების განმავლობაში მათ სრული სამდიცინო შემოწმება და სხვა საჭირო პროცედურები გაიარეს.


თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა, Oceangold Tankers Inc-მა ყველა შესაბამისი ნაბჯი გადადგა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად და გამოავლინა კრიზის მართვის მაღალი უნარები, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა გათავისუფლების პროცესი. კომპანიის წარმომადგენლები თავად ჩამოიყვანენ მეზღვაურებს საქართველოში.


„აღვნიშნავთ, რომ გემთმფლობელთან ერთად პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და შედეგის სწრაფად დადგომისათვის ყველა მხარემ კოორდინირებულად იმოქმედა“, აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ულოცავს მეზღვაურებს და მათ ოჯახის წევრებს გათავისუფლებას და მშვიდობით დაბრუნებას.


9 მეზღვაური, მათ შორის 4 ქართველი, აფრიკის სანაპიროსთან 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ALPINE PENELOPE-ზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად იქნენ დატყვევებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930