გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა

10-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.


სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი, სტრატეგია და ეროვნული გეგმა სრულ თანხვედრაშია პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციებთან. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის შესახებ და ყურადღება ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


კონფერენციაზე გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების და ამ სისტემის ეფექტიანი დანერგვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.


კონფერენცია, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციას შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ელესი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930