გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ელჩმა სურინამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

14-03-2018

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სურინამის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) დავით სოლომონიამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა სურინამის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დეზირე დე ლანო ბუტერსეს. 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ სურინამის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-სურინამის ურთიერთობასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე კარიბის ზღვის აუზის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
სურინამის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დავით სოლომონიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031