10-03-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარტის მეორე კვირაში ოდნავ გაიზარდა მიმართვიანობა გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შესახებ.
მისივე თქმით, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც კორონავირუსთან მიმართაებაში იძლევა დაავედაბათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასათავლისწინებლია ჩვეულებრივი გრიპის შემთხევევაშიც.
„მარტის მეორე კვირაში, არ შეგეშინდეთ, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია, გვაქვს ოდნავ ზრდა მიმართვიანობის გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე გადათვლით და ასევე მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები კლინიკებში. რა თქმა უნდა, ეს არის 2-4%-ის ფარგლებში, მაგრამ ეს მაინც საყურადღებოა. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ჩვენ მეორე ძლიერი ტალღა გრიპის არ მივიღოთ ქვეყანაში. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ კორონაზე ვიძლევით ახლა ვრცელდება იგივე გრიპზე - დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, პირბადეების მიფარება თუ ეს საჭიროა, შესაბამისი დამცავი საშუალებების ხმარება, ხელების ხშირი დაბანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.