გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადადება არ ფიქსირდება

11-03-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა,  რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადადება არ ფიქსირდება.


მისივე თქმით, ყველა შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან ან იქიდან ჩამოტანილი კორონავირუსის ამ კლასტერთან.


,,როგორც ვპროგნოზირებდით, ინფექცია უფრო და უფრო ფეხს იკიდებს - რვავე შემთხვევა უკავშირდება იტალიას. აქედან ხუთი მგზავრობას და დაკავშირებულია იმ კლასტერთან, რომელიც მეორე შემთხვევად დაფიქსირდა ჩვენთან, როცა ჯგუფი მოგზაურობდა იტალიაში და მასთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ იყვნენ თვითიზოლაციაში. მათი კლინიკური მდგომარეობა ნორმალურია და ვფიქრობ, რომ ისინის ინფექციურში უნდა იყვნენ გადაყვანილნი. ერთი იწვა ინფექციურში, ორი კი დასავლეთ საქართველოში სხვა ინფექციურ კლინიკაში. შიდა გადადება არ გვაქვს, ყველა შემთხვევა არის შემოტანილი - ორი ირანიდან, დანარჩენი იტალიიდან. ან შემოტანილია ან ასოცირებული იტალიიდან ჩამოსულთან კონტაქტით, მესამე და მეოთხე რიგის გადაცემა ამ ეტაპზე არ გვაქვს”, - განაცხადა გამყრელიძემ.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930