11-03-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით მძიმე მდოგმარეობა ერთი პაციენტის შემთხევაშია.
მისივე თქმით, ინფიქციურში არის 4 პნევმონიის შემთხვევა, ხოლო დანრჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი.
„ჯერჯერობით, რჩება უცვლელი სიტუაცია, გვყავს ერთი მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარება არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად, არ უარესდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს 3 პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა ახლა კიდევ მე-4 პნევმონია, რომელთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით“,- განაცხადა ეზუგბაიამ.