11-03-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაილანდი ქვეყანაში ჩასვლისთანავე ვიზების გაცემას 18 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ტაილანდის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქვეყნებს: ბულგარეთი, ბუტანი, ჩინეთი, კვიპროსი, ეთიოპია, ფიჯი, საქართველო, ინდოეთი, ყაზახეთი, მალტა, მექსიკა, ნაურუ, პაპუა ახალი გვინეა, რუმინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ვანუატუ.
უვიზო რეჟიმი კი გაუქმდება სამხრეთ კორეის, იტალიისა და ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის.