11-03-2020
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მოადგილეებთან ერთად, ტენდერში გამარჯვებულ იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წელს რეგიონში პროექტებს განახორციელებენ.
სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად მიმოიხილეს.
მხარის რწმუნებულმა შემსრულებლებს მუშაობის ძირითადი პრინციპები გააცნო, აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა სამუშაო მაღალი ხარისხით და ვადების დაცვით შესრულდეს.
„ღია ვართ გამჭირვალე, საქმიანი ურთიერთობისთვის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი უნდა იყოს ის რეგიონი, სადაც ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგება.
თქვენი ვალდებულებები, რომ საქმე შესრულდეს ხარისხიანად, დროულად, ურთიერთპატივისცემით, უნდა იყოს დაცული, რათა შევძლოთ ყველა პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე.
ცნობილია პირადად ჩემი და ჩემი გუნდის დამოკიდებულება, რომ მეწარმისგან ვითხოვთ სახელმწიფოებრივ მიდგომას თითოეული პროექტის მიმართ."-განაცხადა შეხვედრის მიმდინარეობისას არჩილ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით ადმინისტრაციაში შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც, რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში, პროექტების მიმდინარეობას ყოველდღიურ მონიტორინგს უწევენ