გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება

11-03-2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება


უწყების ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე საელჩოს ან საკონსულოს გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს.


„კორონავირუსის (COVID-19 ) გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება:


ა) მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.


აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge


გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს. ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მიუთითებს საკონტაქტო ნომრებს.


იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:


საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930