11-03-2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.
გამყრელიძის განცხადებით, მოცემულ ვითარებაში მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ საერთაშორისო ვიზიტები და თუ მაინც ამის აუცილებლობაა, დაბრუნებისას სიმპრტომების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავიაროთ კატანტინი ან, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში - თვითიზოლაცია.
"გარდა ამისა, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა"-განაცხადა გამყრელიძემ.