3-02-2020
ნინოწმინდაში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
გახარებული ბავშვები, მშობლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლები საბავშვო ბაღის გახსნის დღეს ზეიმობენ.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, კულტურის სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და თანამდებობის სხვა პირები ქალაქ ნინოწმინდის საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
„ეს დღე გვახსენებს, რომ არაფერია ბავშვების დაცვაზე უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი - ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ბედნიერი, იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში“, განაცხადა ენზელ მკოიანმა.