გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობას, ყველა სახელმწიფო და კერძო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე

12-03-2020

საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, უნდ გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში.


„ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930