12-03-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარკვეულ ეტაპზე მთავრობამ შესაძლოა დიდი თავყრილობები აკრძალოს, მათ შორის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები და სადღესასწაულო შეკრებები.
„ჩვენი რჩევები იყო, რომ გარდა იმისა, რომ სისტემები ქვეყანაში უნდა იყოს მზად, ამის გარდა მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისთვის.
მაგალითად, ეს არის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი წესის. მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს, ამიტომ ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, - განაცხადა იმნაძემ.