გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ სახელმწიფო სერვისების მიღების გამო დაწესებულებებში ვიზიტისგან

12-03-2020

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტისგან.
 
იუსტიციის სახლში არსებული 450-მდე სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს ჩვეულებრივ შეუძლიათ, თუმცა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სისტემის თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მისული  პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოგიწოდებთ, რომ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, თავი აარიდოთ იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტს. 
 
ასევე, იუსტიციის მინისტრის მითითებით, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციონერები თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან. 14 აპრილის ჩათვლით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუროში გამოუცხადებლობა პრობაციონერებს ჩაეთვლებათ საპატიოდ. 

- ეწვიეთ იუსტიციის სახლს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს!

- ნუ ეწვევით იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს თანმხლებ პირებთან და ბავშვებთან ერთად!

- ისარგებლეთ დისტანციური სერვისებით (http://sda.gov.ge/?page_id=4118)!

დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება დისტანციური სერვისების ჩამონათვალის და სხვა საკითხების შესახებ შეუძლიათ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე: 2405 405, ან იუსტიციის სახლის ონლაინ ჩატში შემდეგ მისამართზე: http://chat.cloud.gov.ge/

აქვე მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930