12-03-2020
რომის სამრევლოს წინამღძვარი, ქართველი მამაო იოანე ხელაია ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ყველა ქართველს, რომელიც იტალიაში იმყოფება, მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში, რათა თავი დაიცვან კორონა ვირუსისაგან, ხოლო თუ ვინმეს წამლები ან საკვები დასჭირდება, მზადაა თავად მოემსახუროს თითოეულ მათგანს.
"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო დარჩით სახლში. ნუ გამოხვალთ სახლიდან. მზად ვარ მოგიტანოთ საკვები და წამლები. თქვენს სამსახურში მიგულეთ", - აცხადებს მამა იოანე.