12-03-2020
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც ძალაში ხვალიდან შევა. ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, ერთ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,9494-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,3145 ლარია.
დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა, რომლის თანახმადაც, ახლო მომავალში ლარის კურსის გამყარებაა მოსალოდნელი.