გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის არ ვთვლით საჭიროდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

12-03-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის არ არის საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.


მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების წყარო არ იქნება ცნობილი.


„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ამ ეტაპისთვის არ ვთვლით საჭიროდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ვინაიდან ყველას ის ადამიანი, რომლიც იმყოფებოდა დავირუსებულ ადამიანთან, აღრიცხულია და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი. თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი რომლის დაავადების წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, რა თქმა უნდა ეს უკვე გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, -  განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930